ანონსი
ანონსი
09 დეკ, 2018 18:56:47

10 დეკემბერს, 17:30 საათზე, მთაწმინდის პარკში „პარკ ვენიუ“-ში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, "მეგზევისდღე" აღინიშნება.

ღონისძიების ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე, გამომსვლელები მეგზევის დღის ტრადიციაზე, საგზაო სექტორის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.

ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის პირველი მაოდგილე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, ქართული საგზაო სექტორის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

 

მისამართი: ქ. თბილისი; მთაწმინდის პარკი, ფუნიკულიორის ზემო პლატო "პარკ ვენიუ".

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: