გუდაური-კობის მონაკვეთზე 5-6 დეკემბერს 12:00-დან 16:00 სთ-მდე მოძრაობა აიკრძალება
გუდაური-კობის მონაკვეთზე 5-6 დეკემბერს 12:00-დან 16:00 სთ-მდე მოძრაობა აიკრძალება
04 დეკ, 2018 16:06:43

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 106-ე კმ-ზე, მდ. ბიდარაზე მოწყობილ დროებით ხიდზე, საჭიროა ლითონის მალის ნაშენის სავალი ნაწილის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, რის გამოც, 2018 წლის 5 და 6 დეკემბერს, 12:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, ზემოაღნიშნული  საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: