რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს გზის პროექტირება 2019 წლის თებერვალში დასრულდება
რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს გზის პროექტირება 2019 წლის თებერვალში დასრულდება
22 ნოე, 2018 20:08:24

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, მარნეულის მოსახლეობას ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ირაკლი ქარსელაძემ, შეხვედრაზე, ქვემო ქართლის რეგიონისთვის უმნიშვნელოვანეს და ყველაზე მასშტაბურ პროექტს: რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს პროექტებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს ორი პროექტი მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთის გზების განხორციელებასთან ერთად წარმაოდგენს საგზაო დეპარტამენტისათვის უმაღლესი დონის პროიორიტეტს.

„შეიძლება ითქვას, რომ რუსთავი-წითელი ხიდი, ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური ჩქაროსნული ახალი გზის მშენებლობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის გვირგვინს წარმოადგენს. მდგომარეობა შემდეგია: თებერვლის ბოლომდე უნდა მივიღოთ საბოლოო პროექტი და 2019 წლის ბოლოს დაგეგმილი გვაქვს ჩავატაროთ სატენდერო პროცედურები, გამოვავლინოთ გამარჯვებული და 2019 წლის ბოლოს, 2020 წლის დასაწყისში უკვე დავიწყოთ ახალი მაგისტრალური ჩქაროსნული გზის მშენებლობა“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს გზების მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი დააფინანსებს. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: