ანონსი
ანონსი
19 ნოე, 2018 17:27:46

20 ნოემბერს, 12:00 საათზე,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი მონაკვეთის, ხევი-უბისას გზის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “Hunan Road and Bridge Construction Group“ -სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გაფორმდება. პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის,  35 ახალი ხიდისა და 18 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს.

ღონისძიებაში მონაწილეობენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის პირველი მაოდგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, კომპანია “Hunan Road and Bridge Construction Group“ -ის გენერალური მენეჯერი გონგ ჟიჰუი და პროექტის დონორი ორგანიზაციის - აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები.

მისამართი: თბილისი, ალ.ყაზბეგის  N12 (მე-2 სართ, საკომფერენციო დარბაზი)

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: