გზის გაფართოების მიზნით გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა 14:00 საათამდე აიკრძალა
გზის გაფართოების მიზნით გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა 14:00 საათამდე აიკრძალა
19 ნოე, 2018 10:20:35

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობსი მონაკვეთზე, გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. საავტომობილო გზის გაფართოვებისათვის საჭირო ღონისძიებების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, 2018 წლის 19 ნოემბრის 14:00 სთ-მდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით ხორციელდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: