ანონსი
ანონსი
05 ნოე, 2018 17:23:23

06 ნეომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თბილისი“-ში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საავტომობილო გზების დეპარტამენტი დიპლომატიურ კორპუსს, ბიზნეს ასოციაციებსა და დონორ ორგანიზაციებს, საერთაშორისო მნიშვნელობის მასშტაბური პროექტის, რიკოთის საუღელტეხილო გზის, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგენს. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

ღონისძიებაში მონაწილეობენ: ვიცე-პრემიერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს ასოციაციებისა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები. 

მისამართი: სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თბილისი“, 26 მაისის მოედანი N1

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: