6-8 ნოემბერს სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე შეზღუდვები დაწესდება
6-8 ნოემბერს სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე შეზღუდვები დაწესდება
02 ნოე, 2018 18:01:19

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „საქართველოს რკინიგზის” მიერ  2018 წლის 6 ნოემბრის 10:00 საათიდან 8 ნოემბრის 20:00 საათამდე, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-15 კმ-ზე ნიგოითი-საჯავახოს სარკინიგზო გადასარბენზე მდებარე (ე.წ. „ჯაპანის“ დაცული სარკინიგზო გადასასვლელი) დაგეგმილია რეზინოკორდული ფენილის და ლიანდაგის კაპიტალური შეკეთება. ასევე სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების ჩატარება. სამუშაოების მიმდინარეობისას სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება.

საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე გამოყოფილი იქნება სათანადოდ აღჭურვილი გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე სს „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი თანამშრომლები (სიგნალისტები), უზრუნველყოფენ სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: