30 ოქტომბერს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე მოძრაობა დროებით აიკრძალება
30 ოქტომბერს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე მოძრაობა დროებით აიკრძალება
24 ოქტ, 2018 17:51:51

2018 წლის 30 ოქტომბერს, შპს „ფერი“, კობი-გუდაურის საბაგიროს მშენებლობის ფარგლებში, გეგმავს საბაგირო ტროსების და კაბელების მონტაჟს.აღნიშნული სამუშაოების წარმოების ფარგლებში, 2018 წლის 30 ოქტომბერს, 07:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ107 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის  ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ავტოტრანსპორტის მოძრაობის დაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: