ბათუმი-სარფის გზის მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტზე მუშაობა დასრულდა
ბათუმი-სარფის გზის მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტზე მუშაობა დასრულდა
19 ოქტ, 2018 16:53:27

დღეს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ტექნიკურ საბჭოზე ბათუმი(ჭოროხი)-სარფის გზის მშენებლობისთვის მომზადებული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი განიხილეს.

ბათუმი-სარფის გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია, მისი სავარაუო სიგრძე 12 კმ-ია. ტექნიკური საბჭოს შეხვედრაზე, ბათუმი-სარფის მიმართულების რამდენიმე ვარიანტი განიხილეს, საიდანაც ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი შეირჩევა და დეტალური პროექტის მომზადება დაიწყება.

ბათუმი-სარფის გზა თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე მიდის. გადატვირთული მოძრაობის გამო, აღნიშნულ გზაზე ხშირად იქმნება საცობი და გადაადგილება ფერხდება, პროექტის დასრულების შემდეგ პრობლემა სრულად მოგვარდება. გაიზრდება სატრანზიტო ტვირთბრუნვა და შემცირდება მგზავრობის დრო.

ბათუმი(ჭოროხი)-სარფის გზა ბათუმის შემოვლით გზას შეუერთდება და ამ პროექტით აჭარის რეგიონში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: