მსოფლიო ბანკის სამუშაო შეხვედრაზე შედეგსა და შესრულებაზე დაფუძნებული კონტრაქტის დანერგვაზე იმსჯელეს
მსოფლიო ბანკის სამუშაო შეხვედრაზე შედეგსა და შესრულებაზე დაფუძნებული კონტრაქტის დანერგვაზე იმსჯელეს
18 ოქტ, 2018 11:33:30

სასტუმრო „ბილტმორში“ მსოფლიო ბანკის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, საქართველოში საავტომობილო გზების რეაბილიტაციის და მოვლა-შენახვის სამუშაოების შედეგსა და შესრულებაზე დაფუძნებული კონტარქტის დანერგვაზე იმსჯელეს. მოფლიო ბანკის კონასულტანტებმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, არსებული პრაქტიკისა და კონტარქტის შედეგების გათვალისწინებით პრეზენტაცია წარადგინეს.

შეხვედრაში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, საავტომობილოო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სპეციალისტები და მსოფლიო ბანკის კონსულტანტები მონაწილეობდნენ.

შედეგსა და შესრულებაზე დაფუძნებული კონტრაქტის პროექტის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია,  იღებს ვალდებულებას განახორციელოს მთლიანი საგზაო ქსელის მოვლა-შეკეთება, მათ შორის რეაბილიტაციისა და მისი შემდგომი მოვლა-შენახვის სამუშაო 5 წლის განმავლობაში. კომპანია, პირველი 2 წლის განმავლობაში, გზების რეაბილიტაციას, მომდევნო სამი წელი კი მოვლა-შენახვის სამუშაოებს ჩაატარებს. სამუშაოების ანაზღაურება ხორციელდება არა შესრულებული სამუსაოების მოცულობების, არამედ შედეგების -გზის მდგრადობის მიხედვით.

აღნიშნული სახის კონტრაქტი, მსოფლიო ბვანკის დაფინანსებით, პილოტურ რეჟიმში კახეთის რეგიონში, 117 კმ. გზაზე 2016 წლის აპრილში დაიწყო და 2021 წელს დასრულდება. ამავდროულად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინაციით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მზადდება სატენდერო დოკუმენტაცია გურიის რეგიონში, შედეგსა და შესრულებაზე დაფუძნებული კონტარქტის ფარგლებში 240 კმ. გზის რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვისთვის, რომელიც 2019 წელს დაიწყება.

სამუშაო შეხვედრაზე, საგზაო სამუშაოებში ქალთა ჩართულობის გზარდის პერსპექტივა განიხილეს.  ასევე, იმსეჯელეს საგზაო ქსელის კლიმატური პირობებით გამოწვეული შედეგების პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაზე.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: