21 ოქტომბერს ალოტი-თიანეთის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
21 ოქტომბერს ალოტი-თიანეთის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
15 ოქტ, 2018 15:49:50
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(გლდანი)-თიანეთის  საავტომობილო გზის კმ50-კმ60  (ალოტი-თიანეთი) მონაკვეთში, „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, შპს „რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი“-ს ორგანიზებით და საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დახმარებით, 2018 წლის სპორტულ ღონისძიებათა კალენდარული გეგმის მიხედვით, დაგეგმილია აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მე-5 და კავკასიის თასის მე-4 ეტაპები, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 2018 წლის 21 ოქტომბერს, 10:30 სთ-დან 18:00 სთ-მდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება, რბოლებს შორის მოქალაქეების გადასაადგილებლად. (საკონტაქტო პირი დავით მჭედლიშვილი 577 57-06-05).
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(გლდანი)-თიანეთის  საავტომობილო გზის კმ50-კმ60  (ალოტი-თიანეთი) მონაკვეთზე, „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, შპს „რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი“-ს ორგანიზებით და საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დახმარებით, 2018 წლის სპორტულ ღონისძიებათა კალენდარული გეგმის მიხედვით, დაგეგმილია აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მე-5 და კავკასიის თასის მე-4 ეტაპები, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 2018 წლის 21 ოქტომბერს, 10:30 სთ-დან 18:00 სთ-მდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება, რბოლებს შორის მოქალაქეების გადასაადგილებლად. 
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: