საავტომობილო გზების დეპარტამენტი
სოფელ ოკამთან გზის საფარის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ ოკამთან გზის საფარის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს
08 ოქტ, 2018 11:24:48

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 54-ე კმ-ზე, სოფ. ოკამთან გზის მოვლა-შენახვის ფარგლებში, დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები 8 სხვადასხვა მონაკვეთზე ჯამში 2.5 კმ-ზე განხორციელდება.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, სოფელ ოკამთან გორი-თბილისის მიმართულებაზე შევიწროებული იქნება გზის სავალი ნაწილი.  მიმდინარე სამუშაოები 10 დღის განმავლობაში დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: