წიწამურის ხევზე მდებარე ხიდის ქვეშ მოძრაობა აკრძალულია
წიწამურის ხევზე მდებარე ხიდის ქვეშ მოძრაობა აკრძალულია
25 სექ, 2018 13:26:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე, წიწამურის ხევზე (მარცხენა მხარეს) არსებულ ხიდზე, მიმდინარე სამუშაოების გამო, წიწამურის ხევის სატრანსპორტო კვანძზე,  ხიდის ქვეშ, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას საავტომობილო გზიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია ნატახტარის სატრანსპორტო კვანძის (28-ე კმ.) გავლით. ხოლო, დასავლეთიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას საავტომობილო გზის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია წიწამურის სატრანსპორტო კვანძის (22-ე კმ.) გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციისა და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის  უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: