24 და 25 სექტემბერს ღამის საათებში რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება
24 და 25 სექტემბერს ღამის საათებში რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება
21 სექ, 2018 19:08:27

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ზაფხულის პერიოდში ინტენსიური მოძრაობის შედეგად, ავტომატური მოწყობილობების და სანათი საშუალებების ავტომანქანების გამონაბოლქვისგან გაწმენდისა და გარეცხვის  მიზნით,  24 და 25 სექტემბერს  ღამის 00:00 სთ-დან  07:00 სთ-მდე, აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დროის ამ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე. რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: