ირაკლი ქარსელაძემ ჰონგ-კონგის ბიზნესდელეგაციას ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო
ირაკლი ქარსელაძემ ჰონგ-კონგის ბიზნესდელეგაციას ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო
21 სექ, 2018 14:37:02

სასტუმრო ბილტმორში, უმაღლესი რანგის ჰონგ-კონგის ბიზნესდელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრები 21 და22 სექტემბერს, „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ტარდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, ღონისძიების ფარგლებში ბიზნესდელეგაციას წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.

შეხვედრაზე, ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები და აღნიშნული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: