23-დან 28 სექტემბრამდე სოფ. ოსიაურთან მოძრაობა პერიოდულად შეფერხდება
23-დან 28 სექტემბრამდე სოფ. ოსიაურთან მოძრაობა პერიოდულად შეფერხდება
18 სექ, 2018 12:08:27
2018 წლის 23 სექტემბრიდან 28 სექტემბრამდე, შპს „იბოლია“ გეგმავს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ123-კმ128 მონაკვეთზე (სოფ.ოსიაური), გზის სავალ ნაწილზე გადმოსული ხის ტოტების მოჭრას.
სამუშაოების წარმოების მომენტში, 07:00 სთ-დან 10:00 სთ-მდე, პერიოდულად 3-5 წუთით მოძრაობა რამდენჯერმე ჩაიკეტება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ინტერაქტიული რუკა