ქვემო ქართლის რეგიონში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამუშაოები განხორციელდა
ქვემო ქართლის რეგიონში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამუშაოები განხორციელდა
17 სექ, 2018 12:36:01

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი, ქვემო ქართლის რეგიონში, ხუთ სხვადასხვა საგზაო მონაკვეთზე, არსებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.

სამუშაოები, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების II პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მიერთებები ხუთ საავტომობილო გზაზე მოეწყო. კერძოდ: ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას, მარნეული-სადახლოს და  ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე სოფ. კოდაში და ქალაქ მარნეულში, მიერთებასთან ერთად, სავალ ნაწილზე მოეწყო ვიბრობარიერული ზოლები, ხოლო ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მჟავე წყლებთან  - მძღოლებისა და მგზავრებისათვის გასაჩერებელი მოედანი.

აღნიშნული ღონისძიებები რეგიონის საავტომობილო გზებზე, განსაკუთრებით კი დასახლებულ პუნქტებზე გამავალ გზებზე, საავტომობილო ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუშაოების ღირებულებამ დაახლოებით 1 მილიონი ლარი შეადგინა.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები  ეტაპობრივად, მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: