ჩეხეთის დელეგაცია საქართველოში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა
ჩეხეთის დელეგაცია საქართველოში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა
13 სექ, 2018 16:42:09

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დღეს ჩეხეთის რესპუბლიკის ინდუსტრიის და ვაჭრობის მინისტრი მარტა ნოვაკოვა, სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ბორივოჟ მინარი და ჩეხეთის 20-ზე მეტი ბიზნეს-კომპანიის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

სტუმრები მინისტრის მოადგილემ გრიგოლ კაციამ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კუპატაშვილმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ მაია გიქოშვილმა მიიღეს.

მარტა ნოვაკოვა და ჩეხური ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდნენ.

ქართულმა მხარემ სტუმრებს სრული ინფორმაცია მიაწოდა საგზაო მიმართულებით და წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობა-რებილიტაციის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

საუბარი ასევე შეეხო ტენდერებში მონაწილეობის წესებსა და რეგულაციებს.

დღესვე თბილისში საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა, რომლის მიზანი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: