საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები გაიხსნა
ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები გაიხსნა
11 სექ, 2018 10:18:54

ქვეშეთი-კობის გზაზე, 9 კმ-იანი  გვირაბის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერზე, დაინტერესებული კომპანიების წინადადებები გაიხსნა. სატენდერო წინადადება სულ 4-მა კომპანიამ წარმოადგინა. შემდეგ ეტაპზე, შემოთავაზებული წინადადებების განხილვა მოხდება და დონორ ორგანიზაციასთან კონსულტაციით გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება. ამ ეტაპზე, სატენდერო წინადადებები წარმოდგენილია პირველი ლოტის (გვირაბის) მშენებლობისთვის.

ქვეშეთი-კობის გზა, სატრანზიტო მნიშვნელობის  ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის შემადგენელი ნაწილია. საერთო ჯამში დაგეგმილია 22.7 კმიანი გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. 9 კმ-იანი გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება.

ქვეშეთი- კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 ლოტად. გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით. ზამთარში ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პიროებების გამო, საავტომობილო მოძრაობა ხშირად იკეტება, ფერხდება სატრანზიტო მიმოსვლა.

ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს.  სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.

ახალი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, არსებული 35 კმ-იანი გზის ნაცვლად ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილი 12 კმ-ით შემცირდება და 1 საათიანი მგზავრობის ნაცვლად გზის გავლა 20 წუთში იქნება შესაძლებელი.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი  და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
press@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: