საავტომობილო გზების დეპარტამენტი
11-12 სექტემბერს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ს/გზაზე შეზღუდვები დაწესდება
11-12 სექტემბერს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ს/გზაზე შეზღუდვები დაწესდება
07 სექ, 2018 18:42:20

2018 წლის 11 სექტემბრის 10:00 სთ-დან 12 სექტემბრის 17:00 სთ-მდე, სს „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-ელ კმ-ზე არსებულ სარკინიგზო გადასასვლელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რის გამოც დროის აღნიშნულ მონაკვეთში სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება დროებით გრუნტის გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. 

ავტოტრანსპორტის მოძრაობის დაკეტვა და მისი დროებით გრუნტის გზაზე გადართვა განხორციელდება თანდართული, შსს საპატრულო პოლიციის  წერილით შეთანხმებული, დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: