შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის JICA-სთან მემორანდუმი გაფორმდა
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის JICA-სთან მემორანდუმი გაფორმდა
04 სექ, 2018 15:51:38

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტმა ნორიკო სუზუკიმ, რიკოთის საუღელტეხილო გზის, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მემორანდუმი გააფორმეს.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის, კერძოდ შორაპანი-არგვეთას მონკვეთის მშენებლობისთვის, JICA საქართველოს დაახლოებით 343 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს.

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, პროექტის შესაბამისად გათვალისწინებულია 14.7 კმ. ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი გზის,  14 ხიდისა და 12 გვირაბის მშენებლობა. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა და წინადადებების მიღება 13 სექტემბერს დასრულდება.

რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. რიკოთის მოდერნიზება  ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას და მგზავრობის დროის შემცირებას.

აღსანიშვანია რომ, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის განვითარება კი, ქვეყნის სივრცითი მოწყობის ფარგლებში დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების უმსხვილეს კომპონენტს წარმოადგენს.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად  არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ.  შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: