ქვეშეთი-კობის პროექტზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება
ქვეშეთი-კობის პროექტზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება
31 აგვ, 2018 17:53:04

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი  2018 წლის 7 სექტემბერს, 13:00  საათზე,  დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში,  ჟინვალი–ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის ფარგლებში, საკონსულტაციო შეხვედრას გამართავს. შეხვედრაში მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

შეხვედრის მიზანია დაგეგმილ სამუშაოთა ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: press@georoad.ge

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: