25 აგვისტოს ახალქალაქი-კარწახის გზაზე შეზღუდვები დაწესდება
25 აგვისტოს ახალქალაქი-კარწახის გზაზე შეზღუდვები დაწესდება
24 აგვ, 2018 11:48:56

საერთაშორისო მნიშვნელობის  ახალქალაქი-კარწახი(თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1 მონაკვეთზე, კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ დაგეგმილია გზის სავალ ნაწილზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების ჩატარება. რის გამოც, 2018 წლის 25 აგვისტოს 04:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: