სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის გზაზე 21 და 22 აგვისტოს მოძრაობა შეიზღუდება
სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის გზაზე 21 და 22 აგვისტოს მოძრაობა შეიზღუდება
20 აგვ, 2018 15:01:25

2018 წლის 21 აგვისტოს 10:00 სთ-დან 22 აგვისტოს 22:00 სთ-მდე, სს „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-9 კმ-ზე (საჯავახო) არსებული დაცული სარკინიგზო გადასასვლელის ორივე მხარეს, საავტომობილო გზის ჰორიზონტალური მოედნის მოწყობას (ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა).

აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად, საჭიროა გზის სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა გრუნტის გზაზე.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო გზაზე გამოყოფილი იქნება სათანადოდ აღჭურვილი გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე სს „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი თანამშრომლები (სიგნალისტები), უზრუნველყოფენ  საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.

მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: