ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აღდგა
ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აღდგა
16 აგვ, 2018 18:15:48

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტში, ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელ გზაზე დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. დღეიდან, ადგილობრივი მოსახლეობა ლეძაძამე-კვაუთის გზაზე გადაადგილებას  უპრობლემოდ შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ტეხურმა ლეძაძამე-კვაუთის გზაზე არსებული ხიდი დაანგრია და 80-მდე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში სტიქიის მომენტიდან ჩაერთო, ტექნიკის სრული მობილიზება მოახდინა. დეპარტამენტმა, დროებითი ხიდის დაპროექტებისა და მოწყობის სამუშაოები უმოკლეს ვადებში, 4 დღეში განახორციელა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: