18 აგვისტოს სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე შეზღუდვები დაწესდება
18 აგვისტოს სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე შეზღუდვები დაწესდება
16 აგვ, 2018 14:47:01

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის(თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 27-ე კმ-ზე ქ. ფოთში, მდ.რიონზე მდებარე წყალგამყოფ ჰიდროკვანძზე, მიმდინარე სარებილიტაციო სამუშაოების გამო, 2018 წლის 18 აგვისტოს დილის 08:00 სთ-დან  საღამოს 20:00 სთ-მდე ხიდზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის ამ პერიოდში აღნიშნული ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: