ირაკლი ქარსელაძე ზემო სვანეთში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
ირაკლი ქარსელაძე ზემო სვანეთში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
02 აგვ, 2018 10:42:12

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, ზემო სვანეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

„ზემო სვანეთში, ამჟამად, საგზაო  ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, რეაბილიტაციის და  სტიქიური მოვლენების პრევენციის მიმართულებით, ჯამურად 44  მილიონი ლარის ღირებულების 9 პროექტი მიმდინარეობს. აქედან 8 პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება. ცალკე აღსანიშნავია, ლენტეხი-მესტიის დამაკავშრებელი ახალი  გზის  პროექტი, რომელზეც ამჟამად ვმუშაობთ და ველოდებით ტექნიკურ გადაწყვეტილებას “- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში დაგეგმილია ლენტეხი-მესტიის 35 კმ-იანი გზის მშენებლობა და ლეშგუანი-მესტიის 11 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.  გზა, რომლის მშენებლობა 4 ნაწილად იყოფა, დაიწყება ქ.ლენტეხიდან, გაივლის ლასკადულას  ხეობას, მთიან  მასივს 9კმ-იანი გვირაბით და ლაილაჭის ხეობის გავლით შეუერთდება ზუგდიდი-მესტიის გზას, ლეშგუანის დასახლებასთან.

ამ გზით, ზემო და ქვემო სვანეთი უმოკლესი გზით დაუკავშირდება ერთმანეთს.  პროექტის დასრულების შემდეგ, ლენტეხი-მესტიის მიმართულებით, გადაადგილების დრო  დაახლოებით 1.5 საათით შემცირდება.

ამ ეტაპზე პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: