ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობაზე 20-მდე კომპანიასთან წინასატენდერო შეხვედრა გაიმართა
ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობაზე 20-მდე კომპანიასთან წინასატენდერო შეხვედრა გაიმართა
31 ივლ, 2018 12:20:28

ქვეშეთი-კობის გვირაბის პროექტით 20-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანია დაინტერესდა. საავტომობილო  გზების დეპარტამენტში წინასატენდერო შეხვედრა  გაიმართმა. კომპანიების წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს როგორც დეპარტამენტის, ასევე ქვეშეთი-კობის გვირაბის პროექტის ავტორი ესპანური კომპანია „IDOM“-ის  სპეციალისტებისგან.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი - კობის მონაკვეთზე, 23 კილომეტრიანი გზის და მათ შორის 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას გეგმავს. 

გვირაბი, რომელიც ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება.

ჯვრის უღელტეხილზე, ზამთარში ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პიროებების გამო, საავტომობილო მოძრაობა ხშირად იკეტება, პროექტის დასრულების შემდე კი  ეს პრობლემა მთლიანად მოგვარდება და მგზავრობა უსაფრთხო იქნება, სატრანზიტო ტრანსპორტს აღარ მოუწევს კურორტ გუდაურის ტერიტორიაზე გავლა.

სამშენებლო სამუშაოების დაწყება წლის ბოლოსაა დაგეგმილი, დასრულების ვადა კი  2022 წელია. პროექტი თბილისი-ლარსის მიმართულებით გადაადგილების დროს დაახლოებით 1 საათით შეამცირებს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: