ჭუბერში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყო
ჭუბერში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყო
24 ივლ, 2018 10:42:47

ჭუბერში, სტიქიის ზონაში, გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა და დაზიანებული ინფრატსრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს.

ასევე, აქტიურად მიმდინარეობს გადაუდებელი ნაპირსამაგრი, მდინარის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები და დროებითი სახიდე გადასასვლელის მოწყობა.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო პირველივე დღიდან ჩართულია და უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.

წინასწარი გათვლებით, მდინარის მარცხენა სანაპიროსთან დასაკავშირებლად პანელური ხიდის კონსტრუქციის მოწყობა 4-5 დღე გაგრძელდებოდა, თუმცა 24-საათიან რეჟიმში მუშაობის შედეგად, ხიდის  მონტაჟი დათქმულ ვადაზე ადრე დასრულდა.

სტიქიის ზონაში, პირველივე დღიდან აქტიურად მუშაობენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები - საპროექტო, ნაპირდაცვისა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმართულებით.

ასევე, ჭუბერში იმყოფებიან დეპარტამენტის რეგიონული ოფისებისა და კონტარქტორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ადგილზე ამ დროისთვის, 60-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა მუშა

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: