გზების მშენებლობაში ინოვაციური მიდგომების გამოყენება იგეგმება
გზების მშენებლობაში ინოვაციური მიდგომების გამოყენება იგეგმება
20 ივლ, 2018 10:48:43

საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ტექნიკური საბჭოს სხდომის ფარგლებში, კერძო კომპანიების მიერ წარმოდგენილი საავტომობილო გზების, ხიდების, გვირაბებისა და სხვა ტექნოლოგიურ პროცესებთან დაკავშირებული ინოვაციური მასალები და ტექნიკური გადაწყვეტილებები განიხილეს.

ინოვაციურ მიდგომებთან დაკავშირებით, პრეზენტაცია 9 კომპანიამ წარმოადგინა.  პრეზენტაციები შეეხებოდა ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციური სამშენებლო მასალების, ტექნოგენური ნარჩენების გამოყენების, საგზაო აქტივების მართვისა და მზის პანელების დანრეგვას საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიზანია, ინოვაციური მეთოდები დანერგოს გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაში და მზადაა სამშენებლო ორგანიზაციებთან ერთად იმუშაოს ახალ მიდგომებზე, რაც პროექტების ხარიხიანად, სწრაფად და ეფექტიანად შესრულებას უზრუნველყოფს.

„ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ საუკეთესო გადაწყვეტაზე და არა რომელიმე კომპანიის პროდუქციაზე. კომპლექსური მიდგომების შედეგად უნდა მივიღოთ დროში, ღირებულებაში და პარამეტრებში მისაღები, რაციონალური გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ.

შეხვედრის ფარგლებში, ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას შეეძლო ინოვაციურ მიდგომაზე ან ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე 10 წუთიანი პრეზენტაცია წარმოედგინა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: