ინოვაციური ტექნოლოგიების წარდგენა 19 ივლისს გაიმართება
ინოვაციური ტექნოლოგიების წარდგენა 19 ივლისს გაიმართება
12 ივლ, 2018 15:19:46

2018 წლის 19 ივლისს 16 საათზე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შეხვედრას გამართავს, სადაც დაინტერესებულ ორგანიზაციებს შეეძლებათ ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ პრეზენტაციის წარმოდგენა.

შეხვედრაზე მოხდება, საავტომობილო გზების, ხიდების, გვირაბების და სხვა ტექნოლოგიურ პროცესებთან დაკავშირებული ინოვაციური მასალისა და ტექნიკური გადაწყვეტების განხილვა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიზანია, ინოვაციური მეთოდები დანერგოს გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაში და მზადაა სამშენებლო ორგანიზაციებთან ერთად იმუშაოს ახალ მიდგომებზე, რაც პროექტების ხარიხიანად, სწრაფად და ეფექტიანად შესრულებას უზრუნველყოფს.

აღნიშნული შეხვედრა 12 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა ორგანიზაციების მხრიდან მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, შეხვედრა ერთი კვირით გადაიდო და 19 ივლისს ჩატარდება.

მსურველებს საშუალება აქვთ 19 ივლისამდე დარიგისტრირდნენ აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილოების მისაღებად. დაინტერესების შემთხვევაში, ორგანიზაციებმა უნდა მიმართონ საავტომობილო გზების დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე: info@georoad.ge (წერილში მითითებული უნდა იყოს კომპანიის სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია და კომპანიის წარმომადგენელი პირის სახელი და გვარი). პრეზენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს არაუმეტეს 10 წუთის ქრონომეტრაჟით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: