ჭუბერში დროებითი ხიდის მოწყობა დასრულდა
ჭუბერში დროებითი ხიდის მოწყობა დასრულდა
11 ივლ, 2018 11:17:04
ჭუბერში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მეშვიდე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
მდინარის მარცხენა სანაპიროსთან დასაკავშირებლად პანელური ხიდის კონსტრუქციის მოწყობა 4-5 დღე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა 24 საათიან რეჟიმში მუშაოების შედეგად ხიდის  მონტაჟი უკვე დასრულებულია. დღეს, ხიდის საშუალებით მძიმე ტექნიკა მეორე ნაპირზე გადავა და ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდება. 
მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე, სპეციალისტების მიერ უკვე განისაზღვრა 5 ლოკაცია, სადაც მდინარის კალაპოტის შეცვლისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს.
სტიქიის ზონაში, პირველივე დღიდან აქტიურად მუშაობენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტები საპროექტო, ნაპირდაცვისა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმართულებით.
ამ ეტაპზე, ჭუბერში მობილიზიებულია 68 ერთეული ტექნიკა, საიდანაც 60 მუდმივად მუშაობს.

ჭუბერში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მეშვიდე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.მდინარის მარცხენა სანაპიროსთან დასაკავშირებლად პანელური ხიდის კონსტრუქციის მოწყობა 4-5 დღე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა 24 საათიან რეჟიმში მუშაოების შედეგად ხიდის  მონტაჟი უკვე დასრულებულია. დღეს, ხიდის საშუალებით მძიმე ტექნიკა მეორე ნაპირზე გადავა და ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდება. მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე, სპეციალისტების მიერ უკვე განისაზღვრა 5 ლოკაცია, სადაც მდინარის კალაპოტის შეცვლისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს.სტიქიის ზონაში, პირველივე დღიდან აქტიურად მუშაობენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტები საპროექტო, ნაპირდაცვისა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმართულებით.ამ ეტაპზე, ჭუბერში მობილიზიებულია 68 ერთეული ტექნიკა, საიდანაც 60 მუდმივად მუშაობს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: