საავტომობილო გზების დეპარტამენტი
სიახლეები - გზების დეპარტამენტი ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში ჩაერთო
გზების დეპარტამენტი ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში ჩაერთო
05 ივლ, 2018 20:07:43

სვანეთში, სოფელ ჭუბერში, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ნაპირდაცვისა და გზების რეაბილიტაციის სპეციალისტები იმყოფებიან.

ასევე, სტიქიის ზონაში იმყოფებიან გზების დეპარტამენტის აჭარის, ქუთაისის ოფისებისა და კონტრაქტორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ორგანიზებას უწევს ადგილზე შესაბამისი ტექნიკის მობილიზებას, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა.

ამასთანავე გაცნობებთ, რომ მესტიამდე მისასვლელ გზაზე (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზა) გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
press@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: