თბილისი-სენაკის-ლესელიძის მაგისტრალზე გზის შეკეთების სამუშაოები სრულდება
თბილისი-სენაკის-ლესელიძის მაგისტრალზე გზის შეკეთების სამუშაოები სრულდება
03 ივლ, 2018 15:05:16

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მოვლა-შენახვის ფარგლებში, გზის საფარის აღდგენით სამუშაო დასრულების ეტაპზეა.

ტურისტული სეზონისთვის, ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზა სრულად შეკეთდა. დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოხდა გზის ორმოული შეკეთება, მოწესრიგდა დაზიანებული ბორდიურები და საგზაო ნიშნები. გრძელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. 

სამუშაოს დასრულების შემდეგ, ავტოტრანსპორტის მოძრაობის მხრივ, ყველაზე მაღალი ინტენსივობის, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალით (აღმოსავლეთიდან-დასავლეთ საქართველოს მიმართულებით და პირიქით) საკურორტო და რეკრეაციულ ზონებამდე მისვლა   შეუფერხებლად და კომფორტულად იქნება შესაძლებელი.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზასთან ერთად, დაზიანებულ საგზაო მონაკვეთებზე, მოვლა-შენახვის სამუშაო, მთელი საქართველოს მასშტაბით, აქტიურად გრძელდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: