1ივლისს ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას გზაზე მოძრაობა შეიზღუდება
1ივლისს ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას გზაზე მოძრაობა შეიზღუდება
26 ივნ, 2018 17:10:45

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას საავტომობილო გზის კმ16-კმ21 (ქ.სიღნაღი - სოფ.ანაგა) მონაკვეთზე „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, შპს „რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი“-ს ორგანიზებით და საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დახმარებით, დაგეგმილია აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მე-3 ეტაპი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 2018 წლის 1 ივლისს, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: