ქობულეთის შემოვლითი გზა გაიხსნა
ქობულეთის შემოვლითი გზა გაიხსნა
25 ივნ, 2018 15:07:16

ტურისტული სეზონისთვის, ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და 18 კილომეტრიანი გზა ექსპლუატაციაში დღეიდან შევიდა. ქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან  სატრანზიტო მოძრაობა ახალ გზაზე გადაერთო. ახალი გზა თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს  20-30 წუთით შეამცირებს. 

ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან-კაიალარი ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ქობულეთის შემოვლით გზაზე 2 გვირაბი და 15 ხიდი აშენდა, მათ შორის არის სოფ. საჩინოსთან, საქართველოში, ამ დროისთვის ყველაზე გრძელი ხიდი, რომლის სიგრძე 1 180 მეტრია.

ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი მონაკევთის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა, პირველი და მეორე მონაკვეთები ჯამში 31.7 კილომეტრია, რაც ქობულეთის ზღვისპირა ზოლს  სრულად განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან.

ქობულეთის ახალი შემოვლითი გზა რეგიონისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია. აჭარის ტერიტორიაზე გაადვილდება ადგილობრივი და სატრანზიტო საავტომობილო მიმოსვლა, მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და შესაბამისად, ხარჯებიც. ქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან  სატრანზიტო მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა ხელს შეუწყობს კურორტის ეკოლოგიურად გაჯანსაღებასა და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას.

პროექტი  აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დააფინანსა და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 209 852 079  ლარი იყო.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: