გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე 23 ივნისს მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე 23 ივნისს მოძრაობა დროებით შეიზღუდება
22 ივნ, 2018 12:31:44

საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ68 მონაკვეთზე (ყოფილი პრესის სახლიდან ნინოშვილის ქუჩა №1-მდე), დაგეგმილია სამოყვარულო შეჯიბრი გარბენში, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 2018 წლის 23 ივნისს, 10:30 სთ-დან 12:00 სთ-მდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნულ პერიოდში მოძრაობა გადაირთვება შემოვლით გზაზე, ჯარბელის ქუჩის გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: