ძლიერი წვიმის შედეგად შეზღუდული მოძრაობა ყველა ცენტრალურ გზაზე აღდგენილია
ძლიერი წვიმის შედეგად შეზღუდული მოძრაობა ყველა ცენტრალურ გზაზე აღდგენილია
16 ივნ, 2018 22:39:51

მთელი დღის განმავლობაში ინტენსიური და ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე საავტომობილო გზაზე მოძრაობა დროებით შეფერხდა.

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 55-ე კმ-ზე ადიდდა ხევები, რამაც საავტომობილო მოძრაობის შეჩერება გამოიწვია.  ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები. ამ დროისთავის პრობლემა აღმოფხვრილია და ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი.

ძლიერი წვიმის გამო, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 37-ე კმ-ზე, გზის პირას ფერდი ჩამოიშალა და გზა გადაკეტა.ოპერატიულად ჩატარებული სამუშაოს შედეგად, საავტომობილო მოძრაობა 3 საათში აღდგა.

წვიმამ პრობლემები შექმნა ასევე მარნეული-სადახლოს გზის 25-ე კმ-ზე. ნიაღვრის შედეგად ჩამოტანილმა მასამ საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად ჩაკეტა. ამ მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრობა უკვე აღდგენილია ორმხრივ რეჟიმში.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: