საავტომობილო გზების დეპარტამენტი
თუშეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
თუშეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
31 მაი, 2018 13:36:40

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, თუშეთის მიმართულებით მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. 

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, სადაც ზამთარში მეწყერი ჩამოვიდა და მდინარე ალაზანი დაგუბდა,  მოეწყო დროებითი გზა.

ამ ეტაპზე, უსაფრთხოების მიზნით, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 მონაკვეთზე, მაღალი გამავლობის ავტოტარნსპორტი იმოძრავებს შეზღუდულ რეჟიმში. ამავე გზის, კმ1-კმ11 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: