მდინარე დურუჯის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაო ვადაზე ადრე დასრულდა
მდინარე დურუჯის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაო ვადაზე ადრე დასრულდა
28 მაი, 2018 13:52:10

ყვარლის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზების დეპარტამენტმენტმა, მდ. დურუჯის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაო ვადაზე ადრე დაასრულა.

შესრულებული სამუშაო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, თავმჯდომარის მოადგილეებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

მდ. დურუჯი ქალაქ ყვარელში მიედინება. მდინარის კალაპოტი 20 წელზე მეტია არ გაწმენდილა, რის გამოც დურუჯის ზემო დინებაში პერიოდულად იქმნებოდა ღვარცოფი და მთებიდან გამოქონდა დიდი რაოდენობით ტალახად ქცეული მყარი მასალა, რაც დატბორვის საფრთხეს უქმნდა ქალაქს.

არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, მდინარე დურუჯის კალაპოტი გაიწმინდა დიდი რაოდენობით დაგროვილი მყარი მასალისგან და გატარდა ღვარცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები. გაწმენდილი მონაკვეთის სიგრძე 8 კილომეტრია, იწყება მდინარე დურუჯის სათავესთან და  სრულდება ყვარელი-თელავის საავტომობილო გზაზე არსებულ სახიდე გადასასვლელთან.

პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 12 544 000 ლარი შეადგინა.

კონტარქტორი კომპანია მდ. დურუჯზე დამატებით სამუშაოს ივნისამდე გააგრძელებს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: