ტურისტული სეზონისთვის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება

23 მაი, 2018 10:12:53
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, მოვლა-შენახვის ფარგლებში, გზის საფარის აღდგენითი სამუშაო, აქტიურად მიმდინარეობს. 
ტურისტული სეზონისთვის, ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზა სრულად შეკეთდება. დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოხდება გზის ორმოული შეკეთება და ჰორიზონტალური მონიშვნები,  მოწესრიგდება დაზიანებული ბორდიურები და საგზაო ნიშნები.
სამუშაოს დასრულების შემდეგ, გუდაურისა და ყაზბეგის საკურორტო ზონებამდე მისვლა  შეუფერხებლად და კომფორტულად იქნება შესაძლებელი. 
დაზიანებულ საგზაო მონაკვეთებზე, მოვლა-შენახვის სამუშაო, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: