ტექნიკურ საბჭოზე მთის გზების ტექნიკური პარამეტრები განიხილეს
ტექნიკურ საბჭოზე მთის გზების ტექნიკური პარამეტრები განიხილეს
16 მაი, 2018 10:32:22

საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ტექნიკურ საბჭოზე მთის გზების: ზემო იმერეთი-რაჭის, ქუთაისი-ბაღდათ-საირმე-აბასთუმანი-ბენარას, სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტისა და ლენტეხი-მესტიის გზების ტექნიკური პარამეტრები განიხილეს და გზის გეომეტრიულ პარამეტრებსა და საფარის ტიპზე შეთანხმდნენ.

ასევე იმსჯელეს, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენის ღონისძიებებზე და მდინარე დურუჯზე დამატებითი ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებაზე.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ ტექნიკური საბჭოს სხდომაზე საპროექტო სამუშაოების გამხორციელებისას ინოვაციური მიდგომების დანერგვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„პროექტირება გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაში ისე ეტაპია, სადაც ყველაზე უკეთ შეგვიძლია ინოვაციური მეთოდები დავნერგოთ ამ საქმის პროფესიონალების აზრების შეჯერებით. ტექნიკურ საბჭოზე, პროექტირების თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, პროექტირების ახალი მეთოდების წარმოდგენა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად კერძო საპროექტო ორგანიზაციებსაც შეუძლიათ“ -აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ტექნიკური საბჭოს სხდომებს, დეპარტამენტის სპეციალისტების გარდა, სხვადსხვა საპროეტო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: