საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ირაკლი ქარსელაძემ საზედამხედველო კომპანიებთან პროექტების ხარისხიანად შესრულებაზე იმსჯელა
ირაკლი ქარსელაძემ საზედამხედველო კომპანიებთან პროექტების ხარისხიანად შესრულებაზე იმსჯელა
15 მაი, 2018 16:48:59

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, მინისტრის მოადგილეები - ილია ბეგიაშვილი და გრიგოლ კაცია, საქვეუწყებო დაწესებულებების  ხელმძღვანელები საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრას 16 საზედამხედველო კომპანიის  წარმომადგენელი ესწრებოდა.

რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებმა სამუშაო პროცესში წარმოქმნილ სირთულეებსა და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. განიხილეს მიმდინარე პროექტების ტექნიკური საკითხები და საზედამხედველო კომპანიების როლი სამუშაოს ხარისხიანად შესრულებაში.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ოპერატიულ და კოორდინირებულ კომუნიკაციაზე კიდევ უფრო ეფექტიანი თანამშრომლობისთვის.

პროექტების ხარისხიანად და დადგენილ ვადებში შესასრულებლად საზედამხედველო ორგანიზაციებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიზანია, საზედამხედველო ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობით უზრუნველყოს პროექტების მიმდინარეობისას წარმოქმნილი ყველა საკითხის უმოკლეს ვადებში გადაჭრა.

მსგავსი ხასიათის შეხვედრები, სხვადასხვა ფორმატში, მომავალშიც გაგრძელდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობა ცოტა ხნის წინ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
press@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: