ირაკლი ქარსელაძემ საინვესტიციო ბიზნეს ფორუმზე ინფრატსრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა
ირაკლი ქარსელაძემ საინვესტიციო ბიზნეს ფორუმზე ინფრატსრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა
15 მაი, 2018 14:54:26

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, საერთაშორისო საინვესტიციო ბიზნეს ფორუმის („საქართველო - შესაძლებლობების ქვეყანა“) მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

რიგით მეორე ყოველწლიური ფორუმი BIA–ს ორგანიზებით ტარდება. ირაკლი ქარსელაძემ, სიტყვით გამოსვლისას, რეგიონული განვითარების მნიშვნელობასა და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. საუბარი შეეხო როგორც საგზაო თემატიკას, ასევე კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის, წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების  მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.

ღონისძიებაში BIA-ს გენერალური დირექტორი აიეტ კუკავა, EBRD-ის რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა, "ანაკლია სითის" აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი და სხვადასხვა  კომპანიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საინვესტიციო ფორუმმა დღის განმავლობაში 500-მდე დელეგატს უმასპინძლა.

სტუმრებს შორის იყვნენ მთავრობის წარმომადგენლები, უცხოელი ინვესტორები, საელჩოების, სავაჭრო პალატებისა და ასოციაციების წარმომადგენლები, როგორც საქართველოდან, ასევე ევროპიდან, ამერიკიდან და მეზობელი ქვეყნებიდან. ღონისძიების პარალელურად,  კერძო საინვესტიციო პროექტების გამოფენა გაიმართა.

ფორუმის მიზანია რეგიონში საქართველოს ფინანსურ და ბიზნეს-ცენტრად პოზიციონირების ხელშეწყობა, ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის მიმოხილვა და მეწარმეებისთვის დაფინანსების იაფი წყაროების გაცნობა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: