საავტომობილო გზების დეპარტამენტი
დაკვამლიანების გამო რიკოთის გვირაბში მოძრაობა 20 წუთით შეიზღუდა
დაკვამლიანების გამო რიკოთის გვირაბში მოძრაობა 20 წუთით შეიზღუდა
14 მაი, 2018 11:42:36

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის გვირაბში მოძრაობისას, გაუმართავი ავტობუსის მიზეზით გამოწვეული დაკვამლიანების გამო, ხილვადობა  ძალიან დაბალი იყო და უსაფრთხოების მიზნით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა 20 წუთით შეჩერდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისმა სამსახურმა, შემდგომი რეაგირებისთვის  ფაქტის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინსიტროს აცნობა.

ამ ეტაპზე, რიკოთის საავტომობილო გვირაბში პრობლემა აღმოფხვრილია და ავტოტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მოუწოდებს მძღოლებს იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: