ტექნიკურ საბჭოზე პროექტირების პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს
ტექნიკურ საბჭოზე პროექტირების პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს
11 მაი, 2018 13:54:36

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და საპროექტო ორგანიზაციებთან ერთად, ტექნიკური საბჭოს სხდომა ჩაატარა.

ტექნიკურ საბჭოზე, თბილისის შემოსავლელ და ნატახარი-ჟინვალის საავტომობილო გზების ალტერნატიული მიმართულებებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო - რუსთავი-წითელი ხიდის და ალგეთი-სადახლოს, ზემო იმერეთი-რაჭის, ბაღდათი-აბასთუმნის, სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტისა და ლენტეხი-მესტიის საავტომობილო გზებზე, სხავადასხვა ტექნიკური პარამეტრების შესაბამისობას.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარისის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე, გვირაბის შემოსავლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციასა და მის მიმდებარედ, მდინარის კალაპოტის ფორმირების სამუშაოზე, ასევე - ამ გზის 136-ე კმ-ზე, მდინარე ქისტურაზე სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციისას, დროებით შემოვლით გზაზე მოძრაობის რეგულირების სქემა.

ტექნიკურ საბჭოზე შავი ზღვის სანაპირო ზოლის პრობლემების მოსაგვარებლად წარმოდგენილი წინადადებებიც განიხილეს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტებმა და საპროექტო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროექტირების დროს არსებულ პრობლემებზე, საჭიროებებსა და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

სხდომის დასრულების შემდეგ,  ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ ტექნიკური საბჭოს სხდომები დეპარტამენტის საქმიანობაში ძალიან დიდ როლს ასრულებს.

„იმისთვის, რომ მივიღოთ სრულყოფილი და გამართული პროექტი, რომელსაც უკვე განხორციელების ეტაპზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დასჭირდება, აუცილებელია მსგავსი ხასიათის შეხვედრები ინტენსიურად ჩატარდეს და ერთმანეთის აზრის გათვალისწინებით, სასურველი შედეგი მივიღოთ“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: