კასპიის ენერგეტიკულ ფორუმზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს
კასპიის ენერგეტიკულ ფორუმზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს
08 მაი, 2018 17:20:47

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, კასპიის ენერგეტიკულ ფორუმს დაესწრო.

დღეს რიგით მეხუთე საერთაშორისო ფორუმი გაიმართა, რომელშიც დელეგატები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, კასპიისა და შავი ზღვის, ასევე ბალტიის ქვეყნებიდან მონაწილეობენ.

ფორუმზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მსხვილი, საერთაშორისო დონის პროექტები განიხილეს. საუბარი შეეხეო ჩაქროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას, მათ შორის, ევროპაში ერთ-ერთ ურთულეს პროექტს - რიკოთი საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობას და ქვეშეთი-კობის 24 კმ-იანი გზისა და გვირაბის მშენებლობას. 

კასპიის ენერგეტიკული ფორუმი, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების მხარდაჭერით და ასევე კასპიის ევროპული კლუბის ორგანიზებით ჩატარდა.

კასპიის ევროპული კლუბი — ყველაზე დიდი და განვითარებადი რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყნის 5000-ზე მეტ ენერგეტიკულ კომპანიას აერთიანებს. ეს კომპანიები ძირითადად, კასპიის, შავი ზღვისა და ბალტიის რეგიონების სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საქმიანობენ ან მომავალში აპირებენ ინვესტიციების ჩადებას.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: