5 და 6 მაისს ჩაქვი- მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება
5 და 6 მაისს ჩაქვი- მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება
03 მაი, 2018 19:12:50
საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 92–ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბის პროფილაქტიკური სამუშაოებისა და დასუფთავების გამო, 2018 წლის 5 და 6 მაისს, ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ავტოტრანსპორტის მოძრაობის დაკეტვა და მისი გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.
ინტერაქტიული რუკა