ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სინოჰიდროს სანქციები დაეკისრება
ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სინოჰიდროს სანქციები დაეკისრება
30 აპრ, 2018 11:59:58

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, კონტრაქტორ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს. დღეს, ირაკლი ქარსელაძე საზედამხედველო კომპანიის ინჟინრებთან ერთად, კომპანია „სინოჰიდროს“ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის დასრულების დეტალები განიხილეს. რაც შეეხება „სინოჰიდროს“  მეორე პროექტს, სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაო მნიშვნელოვანი  ჩამორჩენით მიმდინარეობს, რის გამოც „სინოჰიდროს“ დეპარტამენტის მხრიდან მკაცრი გაფრთხილება მიეცა.

„სინოჰიდროს“ წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს ახალი გეგმა-გრაფიკის შედგენაზე, რათა უმოკლეს დროში აღმოიფხვრას ყველა არსებული პრობლემა და სამუშაო  ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდეს. ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპანიას შესაბამისი სანქციები დაეკისრება.  

„ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა უმოკლეს ვადებში დავასრულოთ, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დაწყებული ყველა მშენებლობა, რადგან ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: