1-3 მაისს სოფ. ქანდასთან მოძრაობა დროებით შეიზღუდება
1-3 მაისს სოფ. ქანდასთან მოძრაობა დროებით შეიზღუდება
26 აპრ, 2018 14:35:01

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წლის 1-3 მაისს, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ35+186-კმ35+263 (სოფ. ქანდა) მონაკვეთზე, შპს „ენერგოტრანსი“  500კვ. ელექტროგადამცემი ხაზის სამონტაჟო სამუშაოებს ჩაატარებს,  რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 15 წუთიანი ინტერვალებით შეიზღუდება. 

ავტოტრანსპორტი მოძრაობის შეზღუდვის გარფიკი:

•             1 მაისს, მოძრაობა დაიკეტება 15-15 წუთით 07:00 საათზე და 08:00 საათზე;

•             2 მაისს, მოძრაობა დაიკეტება 15 წუთით 07:00 საათზე;

•             3 მაისს მოძრაობა დაიკეტება 15 წუთით 07:00 საათზე;

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა, საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: